„არსი“ საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი დეველოპერული კომპანიაა. იგი 1989 წელს დაარსდა როგორც არქიტექტურული კომპანია და 1992 წლიდან დაიწყო ბინათმშენებლობა.  2012 წლის 18 თებერვალს კი „არსი“ 23 წლის გახდა. 
    „არსი“ ორიენტირებულია არა ცალკეული სახლების, არამედ საცხოვრებელი უბნების მშენებლობაზე. თბილისის რამდენიმე უბანში „არსის“ მიერ აშენებულია სამი ახალი უბანი, რომელთა ჯამური მოცულობა 190.000 კვ.მ-ს აღემატება. 
   „არსის“ პროექტებზე მუშაობს „სტუდია არსი“, რომელიც ასევე 23  წელია მოღვაწეობს ბაზარზე. „სტუდია არსი“ წარმატებით მუშაობს საცხოვრებელი და სააგარაკო სახლების დაპროექტებაზე, რასაც თბილისში, მის შემოგარენსა და საქართველოს რეგიონებში განხორციელებული მრავალი პროექტი ადასტურებს. იხ.:  www.studiaarci.ge
   „არსმა“  ჩამოაყალიბა სამშენებლო მენეჯმენტის კომპანია ,,არსი ტექი“, რომელიც როგორც „არსის“, ასევე სხვა დეველოპერული პროექტების მშენებლობის მენეჯმენტს ახორციელებს.   

წარმატებულ პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, „არსი“ აქტიური კულტურული და სოციალური საქმიანობითაც გამოირჩევა.
„არსის“ ინიციატივით 2002 წელს შეიქმნა პროექტი „ქართული სახლი“, რომლის ძირითადი მიზანია ქართული ტრადიციული საერო არქიტექტურისა და დიზაინის ელემენტების მოძიება, აღორძინება და თანამედროვე ქართულ დიზაინსა და არქიტექტურაში ადაპტირება. www.georgianhouse.ge


 

 

Copyright © 2008. ARCI. All rights reserved.