არსის უბანი ავლაბარში:

,,არსის" ახალი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს ავლაბარში, შავი ზღვის ქუჩა №1-ში. საცხოვრებელი კომპლექსი შედგება 6 ბლოკისაგან – A-B-C-D-E დაF.
კომპლექსში განთავსდება: კეთილმოწყობილი ჩაკეტილი შიდა ეზო, ავტოსადგომები, კომერციული და სავაჭრო ფართები. სახლს მოემსახურება 24-საათიანი დაცვა და ჟეკი. A ბლოკს აქვს ფრანგული დაკიდული ფასადი. ამ ეტაპზე დასრულებულია A ბლოკის მშენებლობა, მიმდინარეობს B და C ბლოკის სამუშაოები. C ბლოკის მშენებლობა 2012 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
