,,არსის" ახალი საცხოვრებელი უბანი ,,ორთაჭალის ტურფა”:

 

 

,,არსის" ახალი საცხოვრებელი უბანი ,,ორთაჭალის ტურფა” მდებარეობს ორთაჭალაში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, 5 დეკემბრის ქუჩის დასაწყისში. პროექტი ითვალისწინებს თბილისის ერთ-ერთ ძველ  უბანში- ორთაჭალაში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, რომელიც აღჭურვილი იქნება სრულყოფილი საუბნო ინფრასტრუქტურით და შედგება რამდენიმე საცხოვრებელი სახლის, სავაჭრო ობიექტების, განვითარებული საპარკო, დასასვენებელი ზონის, ბულვარის, სპორტული კომპლექსისა და სხვა გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობისაგან. ტერასული ტიპის საცხოვრებელი სახლები აშენდება მტკვრის სანაპიროს გასწვრივ, სახლებს შორის განთავსდება შიდა ეზოები. ამ პროექტის განხორციელებით ,,არსი” შეეცდება აღადგინოს, წლების განმავლობაში დაკარგული კავშირი მტკვარსა და ქალაქს შორის.
საცხოვრებელ სახლებსა და მტკვარს შორის მოეწყობა ბულვარი, რომლის სიგრძეა 300მ , ხოლო სიგანე 40მ.
სულ აშენდება 12 საცხოვრებელი სახლი
მთლიანი სამშენებლო ფართი 3,5 ჰექტარი

ამ ეტაპზე დასრულებულია სამი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.

გასაყიდი ბინების მინიმალური ფართია 76–კვ.მ.

ბინები მიყანილია რემონტის კონდიციამდე. 
 

   

Copyright © 2008. ARCI. All rights reserved.