სახლი ვაკის პარკთან  

vake     
 

 

პროექტის შესახებ:

„სახლი ვაკის პარკთან“მდებარეობს ი. ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის წინ. პროექტი 2 საცხოვრებელი ბლოკისგან შედგება, რომლებიც კონსტრუქციულად დამოუკიდებელი ნაგებობებია და ერთმანეთს გადასასვლელი მინის ხიდით უკავშირდება. A ბლოკი 19 სართულიანია, B ბლოკი კი 8 სართულიანი. პროექტი მოიცავს  კომერციულ და საოფისე ფართებს, მიწისქვეშა ავტოპარკინგს, საცხოვრებელ ბინებს და 2 პენტჰაუსს, რომლებიც A და B ბლოკის ბოლო სართულებზეა განლაგებული. A ბლოკში განთავსებული 2 ლიფტი მოემსახურება ორივე ბლოკის მაცხოვრებლებს. პროექტის ყველაზე დაბალი სართულიდანაც  კი იშლება ხედი  ვაკის პარკზე და თბილისის ცენტრალურ ნაწილზე. 

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

პროექტის მშენებლობისას გამოყენებულია მაღალი ხარისხის მასალები:

  •  ალუმინის კარ-ფანჯარა - შუკო (გერმანია);
  • ბინაში შესასველი რკინის კარები - დიერი (იტალია);
  • ლიფტი - ოტისი (საფრანგეთი);
  • A ბლოკის ფასადი - რაინცინკი (გერმანია);
  • B ბლოკის ფასადი - პაკპლექსი (ესპანეთი);
  • იატაკის მოჭიმვა - ჰაიდელბერგი (გერმანია);
  • ბინის შიდა ტიხრები - კნაუფი (გერმანია);
  • ფასადის დათბუნება - როქვული (საფრანგეთი), დიუპონი (საფრანგეთი);
  • ყინვაგამძლე მეთლახი აივნებზე - ვილეროი და ბოხი (გერმანია);

ბინები ბარდება სრული კარკასის კონდიციით - კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილი მდგომარეობა ინდივიდუალური გათბობის სრული სისტემით.

პროექტის დასრულების ვადა -  2013 წლის აპრილი

 
 
 
   
 

 

Copyright © 2008. ARCI. All rights reserved.